პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლისგან წყლის ნაყვა და პიარი მოვისმინეთ - არანაირი საარჩევნო რეფორმა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული არ არის

„ქართული ოცნების" წარმომადგენლისგან წყლის ნაყვა და პიარი მოვისმინეთ - არანაირი საარჩევნო რეფორმა "ქართული ოცნების" მიერ შემოთავაზებული არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის ბრიფინგს გამოეხმაურა.

მანჯგალაძის თქმით, ბრიფინგიდან გამოჩნდა, რომ ვენეციის კომისიას არაფერი აქვს პოზიტიურად შეფასებული გარდა იმისა, რომ ცვლილებებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისთვის მოთხოვნილი საცხოვრებელი ცენზი 5 წლიდან 1 წლამდე მცირდება.

"რაც მოვისმინეთ "ქართული ოცნების" წარმომადგენლისგან ეს იყო წყლის ნაყვა, ჩვეულებრივი პიარი, თითქოს საარჩევნო რეფორმა არის ის, რომ თვითმმართველობის ორგანოში კანდიდატს, 5 წლის ნაცვლად 1 წლიანი ცენზი მოეთხოვება. ეს არის დადებითად შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ, სხვა ხელშესახები საუბარი პოზიტივზე არ არის იმ დასკვნაში, რომელზეც "ქართული ოცნების" წარმომადგენელი საუბრობს. "ქართული ოცნება" კვლავ ძალაში ტოვებს იმას, რომ ცესკო- ს თავმჯდომარედ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ვადა აქვს გასული თანამდებობაზე ყოფნის, არ აურჩევია არავის და აწდამარადის უკუნისამდე შეიძლება იყოს თანამდებობაზე, ამაზე გვეუბნებიან, რომ ეს პოზიტიურია. წარმოდგენილი ცვლილებით საქართველოს მილიონზე მეტ მოქალაქეს, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს, არ ეძლევა საშუალება არჩევნებში მონაწილეობის და ეს თურმე არის წინგადადგმული ნაბიჯი. მაშინ, როცა 400 ათასი ძველი პირადობის მოწმობა არის დარჩენილი მოსახლეობაში, რომელიც ჩვეულებრივად ყალბდება ლამინირების აპარატით, ეს არის თურმე საარჩევნო რეფორმა, ასევე თურმე 30 პროცენტში თეორიულად შესაძლებლობა რომ რჩება ახალი ტექნოლოგიის გარეშე არჩევნების ჩატარების, ეს ყოფილა კარგი. ჩვენ ფსევდო რეფორმას მხარს არ ვუჭერთ რადგან "ქართულმა ოცნებამ" არ გაითვალისწინა პრინციპული საკითხები, რაც დაკავშირებულია ცესკო- ს თავმჯდომარესთან, რომელსაც უვადოდ შეუძლია თანამდებობაზე ყოფნა, ერთ მილიონზე მეტ ემიგრანტს არ ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა და პრინციპულია ასევე, რომ ძველი პირადობები ამოღებულ იქნას და არ დარჩეს. ასევე უნდა ვიცოდეთ, სოსო გოგაშვილის ფაილებში დადასტურებულია, რომ 20 პროცენტში ყალბდება არჩევნები, გადაგზავნილია პროკურატურაში სახელით და გვარებით ვინ როგორ გააყალბა და საქმე აღძრული არ არის. ამ რისკებს რომ ვხედავთ, ამიტომ ვამბობთ, რომ ეს არის წყლის ნაყვა და არანაირი საარჩევნო რეფორმა "ქართული ოცნების" მიერ შემოთავაზებული არ არის,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისათვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის დასკვნის პროექტში საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მთელი რიგი საკითხები პოზიტიურად არის შეფასებული. მისივე თქმით, დასკვნაში მოცემულია რეკომენდაციებიც, რომელსაც მმართველი გუნდი მეორე მოსმენისთვის გაითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო