ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა VII-XII კლასის ნებისმიერ მოსწავლეს შეეძლება

2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური 9 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულად ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება აქვს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ნებისმიერ მოსწავლეს. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ონლაინ ფორმატით ტარდება. ბმული და ასევე დეტალური ინსტრუქცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე www.naec.ge ოლიმპიადის ჩატარების დღეს გამოქვეყნდება.

„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ტარდება შემდეგ საგნებში:

9 დეკემბერს ქართულ ენასა და ლიტერატურაში;ქართულში, როგორც მეორე ენაში (არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლოდაწესებულების მოსწავლეებისთვის);ფრანგულ ენაში.

10 დეკემბერს ისტორიასა და ქიმიაში.

11 დეკემბერს ინგლისურ ენასა და გერმანულ ენაში.

12 დეკემბერს მათემატიკასა და ბიოლოგიაში.

13 დეკემბერს გეოგრაფიაში, ფიზიკასა და რუსულ ენაში.

პირები, რომელთაც სურთ სპეციალური საგამოცდო გარემოს შექმნა, ვალდებულნი არიან 2022 წლის 5 დეკემბრიდან 7 დეკემბრის 18:00 საათამდე ცენტრში წარმოადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100) რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე.

ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფმა პირებმა, რომელთაც სურთ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება, ამავე ვადაში (2022 წლის 5 დეკემბრიდან 7 დეკემბრის 18:00 საათამდე) ცენტრში უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის თაობაზე.

განაცხადები მიიღება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართზე: ქ. თბილისი, ე. მინდელის N9) ან ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრში, რომელიც უზრუნველყოფს განაცხადის გამოგზავნას სპეციალური პროგრამის (eflow) საშუალებით.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური საგამოცდო ცენტრებში ჩატარდება და მასში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელიც დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს ან მეტს და, ამასთან ერთად მოხვდება შესაბამისი საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის. მესამე ტურში გადასასვლელად მოსწავლემ 50%-იანი ზღვარი უნდა დაძლიოს და საუკეთესო შედეგების მქონე 50 მონაწილეს შორის უნდა მოხვდეს. გამარჯვებისათვის კი დასკვნით ტურში ტესტის მაქსიმალური ქულის მინიმუმ 60%-ის მიღება და ათეულში მოხვედრაა საჭირო. ოლიმპიადის მთავარი მიზანი სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებისათვის მოტივაციის ამაღლებაა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი