პრემიერი - ადამიანი გარდაიცვალა ომში და ფარისეველი, გამყიდველი პოლიტიკოსები დივიდენდების მიღებას ცდილობენ, ამაზე ამორალური თუ რამე არსებობს - ჩვენი თანამოქალაქეები უკრაინაში „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს  მიჰყავთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ჩვენი თანამოქალაქეები უკრაინაში „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს მიჰყავთ“.

როგორც მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკოსები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მღელვარების შემოტანას ცდილობენ.

„ასევე მინდა ვთქვა, ვუყურებთ რა, ბოლო დღეების განმავლობაში ატეხილ აჟიოტაჟს და ყველაზე მგრძნობიარე საკითხს, ადამიანი გარდაიცვალა ომში და ამაზე ვიღაც, ფარისეველი, მე ასე უნდა ვუწოდო, ყალბი, გამყიდველი პოლიტიკოსები ცდილობენ გარკვეული დივიდენდების მიღებას, ამაზე ამორალური თუ რამე არსებობს.

მინდა ყველას შევახსენო, ეს ადამიანები, ეს ე.წ. ომის პარტია და გამყიდველების პარტია, შეიძლება ასე ითქვას, დღიდან ომის დაწყებისა უკრაინაში, ცდილობდნენ და ცდილობენ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას, ახლაც სამწუხაროდ, ეს ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს უკრაინაში. მათი არაერთი პროვოკაცია იქნა თავიდან არიდებული ჩვენი მთავრობის მიერ.

ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოიქცა რეალური მათი ლიდერი და მათი მმართველობა აგვისტოს ომის დროს. ჩვენი გმირი ჯარისკაცების ცხედრები დატოვეს ბრძოლის ველზე, რაზე საუბრობენ საერთოდ, როგორ ბედავენ ეს ადამიანები, საერთოდ როგორ ახსენებენ სამხედროების სახელს. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ მიატოვეს სამხედროების ცხედრები, თავად გამოიქცნენ, ე.წ. მთავარსარდალმა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ყველაზე დიდი სირცხვილი აჩვენა ერს, მიწაზე იყო გართხმული და მეორე, თავდაცვის მინისტრი გამოიქცა ბრძოლის ველიდან. დღეს გამოდიან და ცდილობენ მგრძნობიარე საკითხებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, მღელვარების შემოტანას.

მე კიდევ, ყველას შევახსენებ, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, ჩვენი მოქალაქეები არიან, საწყალი ბიჭები, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ დიდი ტრაგედიაა ჩვენთვის. მთავრობა პირველივე დღიდან ჩაერთო, საელჩოები ჩართულები იყვნენ, მათი გადმოსვენება იქნება, თუ ხარჯების დაფარვა, სამხედრო პატივით დაკრძალვა, ყველაფერი გაკეთდა ჩვენ მიერ და ჩვენ სათანადო პატივი მივაგეთ დაღუპულთა ოჯახებს ყოველგვარი ყვირილის, ყოველგვარი პიარის გარეშე. ყველაფერზე პიარის გაკეთება და რაღაც პოპულიზმი, იაფფასიანი, ამორალური პოპულიზმი უბრალოდ შემაშფოთებელია, ეს რაღაც არაქართული მოვლენაა, ქართველი კაცი ყოველთვის ღირსეულად გამოხატავს ჭირისუფალთან იქნება სამძიმრის სიტყვის თქმა, თუ ნებისმიერი ქმედებით გამოხატვა. რასაც პოლიტიკოსები სჩადიან, ამას ჰქვია ამორალური ფარისევლობა, სხვა არაფერი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა