ნინო თანდილაშვილი კონფერენციაზე, რომელიც კლიმატის ცვლილებისა და გენდერის  საკითხებს მიეძღვნა, სიტყვით გამოვიდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი კონფერენციაზე, რომელიც კლიმატის ცვლილებისა და გენდერის საკითხებს მიეძღვნა, სიტყვით გამოვიდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მიზანი იყო საქართველოში კლიმატის ცვლილებისა და გენდერის შესახებ ცნობიერების ამაღლება და დაინტერესებულ მხარეებს შორის კლიმატის ცვლილების ეროვნულ პოლიტიკაში გენდერული საკითხების ინტეგრირების შესახებ დიალოგის წახალისება.

„კლიმატის ცვლილება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ხდება. თვალსაჩინოა ის უარყოფითი შედეგები, რაც შეიძლება კლიმატის ცვლილებამ მოგვიტანოს. საქართველო, როგორც გაეროს „კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის“ (UNFCCC) წევრი, აცნობიერებს ქალებისა და მამაკაცების თანაბრად ჩართვის მნიშვნელობას კლიმატის ეროვნული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში. საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მოიცავს გენდერულ ასპექტებს საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტში (NDC), ნათლად აღიარებს და ხაზს უსვამს ქალების გააქტიურების მნიშვნელობას კლიმატის ცვლილების პოლიტიკის დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კლიმატის ცვლილებისა და გენდერის კონფერენცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით გაიმართა, რომლის პარალელურად, GIZ-ის პროექტის „კლიმატის პოლიტიკის შესაძლებლობების გაძლიერება სამხრეთ-აღმოსავლეთ, აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ფაზა III“ (CDCPIII) ფარგლებში „კლიმატის ცვლილებისა და ხელოვნების გამოფენა 2022“ მოეწყო.

კონფერენციის ფარგლებში, კლიმატის ცვლილებისა და გენდერის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები გამოიფინა.

კონფერენციას მთავრობის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, უნივერსიტეტების წარმომადგენლები და კლიმატის ცვლილებისა და გენდერის სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი