10 დეკემბერს, თბილისში “კარიერისა და დასაქმების საახალწლო ფესტივალი” ჩატარდება

HR hub–ის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ისა და კომპანია Softswiss–ის მხარდაჭერით, 10 დეკემბერს, სასტუმრო რუმსის გარდენ ჰოლში (მის. მერაბ კოსტავას N 14), 14:00სთ-დან 18:00სთ–ის ჩათვლით კარიერის საახალწლო ფესტივალი გაიმართება.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 60-მდე კომპანია აქტიური ვაკანსიებით. HR მენეჯერები გაესაუბრებიან კანდიდატებს და ვაკანსიებსა და კომპანიაში არსებულ კარიერულ შესაძლებლობებს გააცნობენ.

ფესტივალში მონაწილე კომპანიებისა და მათი ვაკანსიების ნახვა წინასწარ შესაძლებელია, www.sfero.ge -ზე.

ფესტივალის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის მარი ბურდულის სახელობის ყოველწლიური დასაქმების ფორუმი გაიმართება.

კარიერის ფესტივალზე კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ კარიერული კონსულტაციები ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) საქართველოს სივრცეში. ქოუჩები მათ კითხვებს უპასუხებენ და შესაბამის კარიერულ რჩევებსაც მისცემენ.

ადგილზე დაგხვდებათ „კარიერის კუთხე“, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმატებული პროფესიონალები საინტერესო თემებზე ისაუბრებენ და გამოცდილებას გაუზიარებენ მოსულ ადამიანებს.

სპიკერები:

  1. სანდრო ბოლქვაძეwww.sfero.ge – ის დამფუძნებელი. თემა: sfero.ge – ყველაზე მარტივი გზა ვაკანსიიდან დასაქმებამდე;
  2. ნინო აბაშიძეICF ვიცე პრეზიდენტი. თემა: კარიერული ქოუჩინგი;
  3. ლარისა პატარაია – Start business solutions – ის მმართველი პარტნიორი თემა: Start Academy – ახალი პროფესიები – დამსაქმებელზე მორგებული რეკრუტინგის მოდელი;
  4. მაკო ჯაოშვილიAlterbridge University • უნივერსიტეტი ალტერბრიჯი – ს ვიცე რექტორი. მასტერკლასი: თავმდაბლობიდან თავდაჯერებამდე და პირიქით. თემა ეხება ქცევის ცვლილებებს და მასთან დაკავშირებულ 3 უნარის გაძლიერებას: დაკვირვება, ცნობისმოყვარეობა და ნებისყოფა.

კარიერის ფესტივალის პარტნიორები არიან: sfero.ge, SOFTSWISS, Grant Thornton Georgia, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთო სამუშაო სივრცე KD4US.

დეტალები: https://hrhub.ge/karieris-pestivali-2022/

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში