პაატა მანჯგალაძე - ირაკლი ღარიბაშვილმა სამარცხვინო განცხადებით კიდევ ერთხელ მოხსნა საკუთარი რეკორდი - ის ცდილობს, რუსეთისთვის „კუდის ქიცინის“ პოლიტიკა სახელმწიფო პოლიტიკად აქციოს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის დეპუტატის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ცდილობს, რომ რუსეთისთვის „კუდის ქიცინის“ პოლიტიკა სახელმწიფო პოლიტიკად აქციოს.

როგორც პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამარცხვინო განცხადებით კიდევ ერთხელ „მოხსნა საკუთარი რეკორდი“.

„საქართველოს ნამდვილად სჭირდება მშვიდობა, რომელიც ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებით განმტკიცდება. ვინც ამას ეღობება, ვინც გამოირჩევა ანტიდასავლური და ანტიქართული განცხადებებით, ირაკლი ღარიბაშვილია. მან, სამარცხვინო განცხადებით, კიდევ ერთხელ მოხსნა საკუთარი რეკორდი. ის საუბრობდა, რომ კიევზე შეტევის დროს უკრაინაში ჩასვლა ვერ მოახერხა. მას შემდეგ კიევზე შეტევა არ ყოფილა და თითქმის ყველა ევროპელი ლიდერი ჩავიდა უკრაინაში. მე ვსვამ კითხვას: ეს მამაცი ღარიბაშვილი რატომ ვერ ახერხებს სოლიდარობა გამოხატოს უკრაინელი ხალხისადმი. როცა საქართველოს სჭირდებოდა აფხაზეთში ომის დროს, შემდეგ 2008 წელს, უკრაინა ყოველთვის ჩვენ გვერდით იდგა.

ღარიბაშვილი ცდილობს, რომ რუსეთისთვის "კუდის ქიცინის" პოლიტიკა სახელმწიფო პოლიტიკად აქციოს", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო