გია ვოლსკი - უნდა ვუთხრა ყველას, ვინც ახლა ცხედართან არის თავდახრილი, ადამიანი არ არსებობს საქართველოში, ვინც მათთან ერთად არ გლოვობს - პრემიერმა განცხადება გააკეთა ოფიციალური პოზიციიდან, მთავრობის სხდომიდან და ამას აქვს თავის მნიშვნელობა

განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობამ, ვინც მგლოვიარეთა და ჭირისუფალთა შორის არიან, უნდა იცოდნენ - ის, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები დაღუპული ადამიანის გარშემო მართავენ საცირკო წარმოდგენასა და პოლიტიკური უზნეობის დემონსტრირებას, არ არის ის, რაც საქართველოს ახასიათებს , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, იმ ფაქტს, რომ პრემიერ- მინისტრმა განცხადება სამძიმრის თაობაზე მთავრობის სხდომაზე გააკეთა, თავის მნიშვნელობა აქვს.

რაც შეეხება ღარიბაშვილის განცხადების კრიტიკას, ვოლსკის თქმით, დღეს ყველაზე ხმამაღალ განცხადებებს სწორედ ის ადამიანები აკეთებენ, რომლებიც ქვეყნის ინტერესების გამყიდველები არიან.

"რაც შეეხება როყიო განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ აკეთებს პრემიერ-მინისტრი გვიან განცხადებას, შემიძლია დავადასტურო, რომ ისინი [კრიტიკული განცხადებების ავტორები] სწორედ იმ ადამიანთა ჯგუფიდან არიან, ვინც ქართველი ხალხის წინააღმდეგ სერიოზული დანაშაული ჩაიდინეს - ჯარისკაცების ცხედრების მიტოვება მზის ქვეშ, რუსი გენერლისთვის მძღოლად დადგომა ოფიციალური პირის მხრიდან…ეს არის მომხდარი ფაქტები და ეს ადამიანები არიან დღეს, ვინც როყიო განცხადებებს აკეთებენ. პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა ოფიციალური პოზიციიდან, მთავრობის სხდომიდან და ამას თავის მნიშვნელობა აქვს.

რაც შეეხება სამძიმარს, პირველ რიგში, უნდა ვუთხრა ყველას, ვინც ახლა გლოვობს და ცხედართან არის თავდახრილი, ადამიანი არ არსებობს საქართველოში, ვინც მათთან ერთად არ გლოვობს და სამძიმარს არ უცხადებს დაღუპვის პირველი დღიდან არამარტო მათ, ყველა ოჯახს, სადაც ადამიანი ამ საბრძოლო მოქმედებებში დაიღუპა, მაგრამ არსებობს ადამიანობაზე პრეტენზიის მქონე, ფარისეველი არსება, რომელიც ცდილობს, ოჯახის უბედურება, გლოვა გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებით, ეს ორი ჯგუფი უნდა გავყოთ ერთმანეთისგან. განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას მივმართავ, ვინც მგლოვიარეთა და ჭირისუფალთა შორის არიან, უნდა იცოდნენ, რომ სამწუხარო ფაქტი, ის, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები დაღუპული ადამიანის გარშემო მართავენ ასეთ საცირკო წარმოდგენას, პოლიტიკური უზნეობის დემონსტრირებას, ეს არ არის ის, რაც საქართველოს ახასიათებს. ჩვენ ერთად ვგლოვობთ ნებისმიერი ჩვენი შვილისათვის, რომელიც დაიღუპა ომში ან სხვა გარემოებათა გამო.

რაც შეეხება რუსულ კვალს, რუსული კვალი დღეს ეტყობა საქართველოს იმით, რომ ტერიტორიების 20 პროცენტი დაკარგული აქვს და მიუხედავად ევროკავშირის და აშშ- ის სტრატეგიისა, ყველაფერი გაკეთდა, რომ ეს მომხდარიყო რუსეთის მიერ და რუსეთის კვალი ეტყობა საქართველოს, როცა ვსაუბრობთ გასხვისებულ სტრატეგიულ ობიექტებზე და უამრავი ადამიანის სიცოცხლეზე, მათ შორის სამოქალაქო პირების, რომლებიც შეატოვეს აგრესორს, როცა ის საქართველოში შემოიჭრა და უამრავი სიცოცხლე ჩააბარეს აგრესორს, უამრავი ოჯახი დატოვეს ამ მდგომარეობაში.

ზუსტად ომის პარტია, თვალთმაქცთა პარტია, ის ადამიანები, რომლებიც თავის ქვეყნის ინტერესების გამყიდველები არიან, დღეს ყველაზე ხმამაღლა აკეთებენ განცხადებებს", - განაცხადა ვოლსკიმ.

ემილ ავდალიანი - ის, რაც დღეს ხდება საქართველოში თუ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, რუსეთს უნდა აწყობდეს, რადგან ასეთი შედარებით ქაოტური ვითარება მოსკოვს ბევრ საშუალებას აძლევს
აკადემიკოსი რამაზ ხუროძე - საჭიროა სახელმწიფოს მიერ მეცნიერებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისად, ამ ხარჯების კორექტირება
ქართული პრესის მიმოხილვა 24.05.2024
„გალფის“ მხარდაჭერით 20 სტუდენტი აფხაზეთიდან ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად გერმანიაში გაემგზავრება
„თიბისის“ მხარდაჭერით, ანტიკური კოლხეთის ქალაქი - ვანი, ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს
BTU-ს AI-ს საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა