ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თუ სასამართლო სხდომაზე დასწრებას ვერ შეძლებს, დისტანციურად ჩაერთვება

მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველის, ილია ლომიას განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ფიზიკურად დასწრებას ვერ შეძლებს, ადვოკატები სასამართლოს თხოვნით მიმართავენ, სასამართლო პროცესზე დასწრება დისტანციურად შეძლოს.

მისივე თქმით, თუ როდის ჩაინიშნება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თუ სასამართლო სხდომაზე დასწრებას ვერ შეძლებს, მაშინ დისტანციურად ჩაერთვება. მიხეილ სააკაშვილის სურვილია ფიზიკურად სასამართლო სხდომას დაესწროს. თუ ვერ შეძლებს ამ შემთხვევაში, ჩვენ ადვოკატები მივმართავთ თხოვნით, ის დისტანციურად პროცესზე ჩართონ. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განმარტა, მას დიდი სურვილი აქვს პროცესში მონაწილეობა მიიღოს. ის სასამართლოზე განმარტებებს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გააკეთებს.

თუ როდის გაიმართება სასამართლო პროცესი, დღეს ველოდებით პასუხს. პენიტენციური სამსახურიდან მისი პირადი საქმე და ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტი გამოთხოვილი გვაქვს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ სასამართლოს ვთხოვთ დაჩქარებული წესით დაინიშნოს და განიხილოს აღნიშნული საქმე”, - განაცხადა ლომიამ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც ,,ვივამედში” მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ილია ლომიამ განაცხადა, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მაღალი ტემპერატურა აქვს.

,,ჩვენ სამედიცინო პერსონალს ვთხოვეთ, მისი ამჟამინდელი ტემპერატურა, წნევა და წონა შეემოწმებინა. მას აქვს მაღალი ტემპერატურა - 38. ასევე, მას წნევის დამწევი პრეპარატი მიეცა. გადაადგილება არ შეუძლია და ვერ დგება”, - განაცხადა ლომიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო