მიხეილ სარჯველაძე - გარდაცვლილების სულებისთვის პატივის მიგება იქნება, თუ ჩვენ შევძლებთ და ამ ქვეყანას ავარიდებთ ომში ჩათრევას

არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ჩვენი ოპონენტების, ჩვენი თანამოქალაქეების მცდელობებს, ტრაგედიები შეფუთონ ისე, რომ პოლიტიკური ზრახვებისთვის ძალიან ცუდად გამოიყენონ - გლოვა და სამძიმრის გამოხატვა არ არის ასეთი რამ, რასაც ფორმალიზება სჭირდება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ უმძიმეს ტრაგედიებზე ქულები დაწერის მცდელობებს პასუხი უნდა გაეცეს.

"მინდა გამოვხატო სამძიმარი გარდაცვლილი ადამიანების ოჯახების, ახლობლების, მთელი საქართველოს მიმართ. უმძიმესი ტრაგედიაა. ძალიან დიდია ჩვენი ქვეყნის ტკივილი თითოეული შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ჩვენი ოპონენტების, ჩვენი თანამოქალაქეების მცდელობებს, რომ ეს ტრაგედიები შეფუთონ ისე, რომ პოლიტიკური ზრახვებისთვის ძალიან ცუდად გამოიყენონ. აშკარად ჩანს, რომ ემოციებით თამაშით ყველაფერი იქით მიდის, რომ ეს ყველაფერი ემსგავსება მეორე ტალღას, ამ ქვეყნის ომის მხარედ ქცევის მცდელობებს, რაც ძალიან მძიმე საყურებელია. უკადრისი რამ არის ეს. გლოვა და სამძიმრის გამოხატვა არ არის ასეთი რამ, რასაც ფორმალიზება სჭირდება. გადმოსვენებაში დახმარება, სამხედრო პატივით დაკრძალვა, თუ ვინ როდის, რამდენჯერ მოვიხსენიებთ გარდაცვლილების სულს ლოცვებში, არ არის ის, რისი გაზომვითაც უნდა ვიყოთ დაკავებული. პასუხი უნდა გაეცეს მცდელობებს, რომ პოლიტიკური ამბავი შეიქმნას ამასთან დაკავშირებით და ვინმემ ქულები დაიწეროს ამ უმძიმეს ტრაგედიებზე.

ზესახელმწიფოების ხელმძღვანელები, რომლებიც იარაღით ეხმარებიან უკრაინას, თავშეკავებულები არიან, როდესაც მოხალისეების უკრაინაში ბრძოლას ეხება საქმე. არ აკეთებენ ამას, ეს არის სწორი და საღი გადაწყვეტილება. გარდაცვლილების სულებისთვის პატივის მიგება იქნება, თუ ჩვენ შევძლებთ და ამ ქვეყანას ავარიდებთ ომში ჩათრევას“,- აღნიშნავს სარჯველაძე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო