გენერალურ პროკურატურაში ევროკავშირის პროექტის ფარგლებში პროკურორთა პროფესიული განვითარების შესახებ ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ევროკავშირის პროექტის - „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, პროკურორთა პროფესიული განვითარების შესახებ ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას, რომლის მიზანს პროკურორთა პროფესიული გადამზადების შესახებ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების გაზიარება წარმოადგენდა, საქართველოს პროკურატურის პროფესიული განვითარების ცენტრის და ტრენერობის ხანგრძლივი გამოცდილების მქონე თანამშრომლები ესწრებოდნენ.

მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, პროკურორთა პროფესიული განვითარებისა და პროკურორთა სასწავლო ცენტრების ფუნქციონირების მიმართულებით ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის (პოლონეთი, ესტონეთი, ესპანეთი და ნიდერლანდები) გამოცდილებას გასცნობოდნენ.

„ორდღიან შეხვედრაზე, რომელსაც პროკურორთა პროფესიული განვითარების მიმართულებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ექსპერტები უძღვებოდნენ, პროკურორთა სწავლებასთან დაკავშირებული თემები განიხილეს. ასევე, სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა ტრენინგების დაგეგმვის, განხორციელების და შეფასების ეტაპებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღეს.

შეხვედრის დასასრულს, დისკუსიის ფორმატში, მონაწილეებმა და ექსპერტებმა საკუთარ ქვეყნებში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზების შესახებ ერთმანეთს ინფორმაცია გაუზიარეს.

პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება საქართველოს პროკურატურის ორგანიზაციული და ინსტიტუციური განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ მიზნით, სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში, დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად საქართველოს გენერალური პროკურატურის პროფესიული განვითარების ცენტრი (სამმართველო) ჩამოყალიბდა.

პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესის მომდევნო მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოს პროკურატურაში განგრძობადი პროფესიული განვითარების სისტემის კონცეფციის შემუშავება და დანერგვაა.

საქართველოს პროკურატურა თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების პროცესს მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო