ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობამ განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემა დაამტკიცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობამ განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემა დაამტკიცა, რაც ენერგოსექტორში ჯამში, დაახლოებით, 2.2 მილიარდი დოლარის ინვესტიციების განხორციელების საშუალებას იძლევა.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, მალე გაიმართება აუქციონი და შეირჩევა პროექტები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ფასის გარანტიით დაზღვეული იქნება.

„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის შესახებ გვქონდა პრეზენტაცია. განახლებადი ენერგიების მხარდასაჭერად დარგთან, კერძო სექტორთან, დეველოპერებთან, ინვესტორებთან შეხვედრა გვქონდა. ჩვენ დავამტკიცეთ და შესაბამისად, მალე გაიმართება აუქციონი და შეირჩევა პროექტები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ფასის გარანტიით იქნება დაზღვეული და ენერგოსექტორში ჯამში, ეს დაახლოებით, 2.2 მილიარდი დოლარის ინვესტიციების განხორციელების საშუალებას მოგვცემს. ეს არის როგორც იცით 1500 მეგავატამდე სიმძლავრის ელექტროსადგურები, ახალი სადგურები, რომლებიც ჩვენს ენერგო დამოუკიდებლობას კიდევ უფრო გაზრდის,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი