ლევან დავითაშვილი - მეზღვაურთა შრომის შესახებ კანონი სხვადასხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ ქართველ მეზღვაურთა პირობებს გააუმჯობესებს

მეზღვაურთა შრომის შესახებ კანონი სხვადასხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ ქართველ მეზღვაურთა პირობებს გააუმჯობესებს, შექმნის და დაიცავს დამატებით სოციალურ გარანტიებს , - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული კანონის მიღება გამომდინარეობს მთავრობის გადაწყვეტილებიდან, რომლის თანახმადაც საქართველო უერთდება 2006 წლის საზღვაო შრომის შესახებ საერთაშორისო კონვენციას.

„ჩვენ მნიშვნელოვან ახალ კანონს ვიღებთ - ეს არის მეზღვაურთა შრომის შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც გამომდინარეა საქართველოს გადაწყვეტილებიდან, რომ შეუერთდეს 2006 წლის საზღვაო შრომის შესახებ საერთაშორისო კონვენციას, რომელიც 1 200 000 მეზღვაურს აერთიანებს და მეზღვაურთა სოციალურ, შრომით უფლებებს იცავს. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს სხვადასხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ ქართველ მეზღვაურთა პირობებს გააუმჯობესებს, შექმნის და დაიცავს დამატებით სოციალურ გარანტიებს და ასევე საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ საშუალებებზე მომუშავეების უფლებებს დაიცავს. ეს ჩვენი დროშის რეპუტაციას კიდევ უფრო გაზრდის და ასევე გაზრდის ქართველი მეზღვაურებზე მოთხოვნასა და პრესტიჟს.

როგორც ვიცით, ქართველი მეზღვაურების კვალიფიკაცია დღეს აღიარებულია თითქმის 80 სხვადასხვა დროშის მიერ, მათ შორის 20 ევროპული ქვეყნის მიერ და საკმაოდ მოთხოვნადია ეს პროფესია. მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 14 000 მეზღვაურია და ეკონომიკაში მათი წვლილი საკმაოდ დიდია - 200 მილიონ დოლარს აღემატება სხვადასხვა შეფასებით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო