დავით უსუფაშვილი - ყველაზე დიდი პოლიტიკური სპეკულანტის ნომინაცია რომ არსებობდეს, ამ საკითხში ერთმანეთს ორი ირაკლი შეეჯიბრებოდა

რომ არსებობდეს ნომინაცია ყველაზე დიდი პოლიტიკური სპეკულანტის, ამ საკითხში ერთმანეთს ორი ირაკლი შეეჯიბრებოდა, ღარიბაშვილი და კობახიძე, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

დავით უსუფაშვილის თქმით, დღეს არ არის ის ვითარება, როდესაც დაღუპულების გამო დაზაფრული ადამიანების ყურამდე პოლიტიკური ხედვები უნდა მივიტანოთ.

"წლის ბოლოა და სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულები ცხადდებიან ხოლმე. რომ არსებობდეს ნომინაცია ყველაზე დიდი პოლიტიკური სპეკულანტის, ამ საკითხში ერთმანეთს ორი ირაკლი შეეჯიბრებოდა, ღარიბაშვილი და კობახიძე. რაც შეეხება, გარდაცვლილ მეომრებს, იქნებ საქართველოში სახელმწიფოებრივი ცხოვრების ანაბანა ვისწავლოთ და შევთანხმდეთ, რომ როდესაც ადამიანი სამძიმარს გამოთქვამ, იმ მომენტში მგლოვიარე დედას ართმევ ხელს. იქნებ, ამ მომენტში თავი შევიკავოთ ყველა სხვა თემისგან, გარდა სოლიდარობისა და თანაგრძნობისა იმ ადამიანების მიმართ, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძვიან სხვაგან, მაგრამ თავიანთი ქვეყნისთვის.

რა თქმა უნდა, არსებობს კითხვები იმაზე, სწორად იქცევა თუ არა ხელისუფლება იმ ვითარებაში, როცა უკრაინაში რუსეთია შეჭრილი. მე მგონია, რომ ბევრ რამეში სწორად არ იქცევა, მაგრამ დღეს არ არის ის ვითარება, როდესაც გარდაცვლილი მეომრების გამო დაზაფრული ადამიანების ყურამდე ჩვენი პოლიტიკური ხედვები უნდა მივიტანოთ. მოხალისეებთან დაკავშირებით სახელმწიფოს ხედვა განსხვავდება იმ შემთხვევებისგან, როდესაც სახელმწიფო თავად აგზავნის ჯარს საომრად. ეს განსხვავებულობა არ გვაძლევს უფლებას, პოლიტიკური ნიშნით დავყოთ ადამიანები. არ გვეუბნება, რომ არ უნდა შევხედოთ მათ, როგორც ქართველებს, რომლებიც ბრძოლის ველზე დაეცნენ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის