ლევან დავითაშვილი - ჩვენთვის ძალიან მძიმე და მტკივნეულია, როდესაც საქართველოს მოქალაქეები იღუპებიან - ეს ემოცია იყო პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში

ტრაგიკული მოვლენაა, როდესაც ჩვენ ჩვენს თანამოქალაქეებს ვკარგავთ. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის, თითოეული ქართველისთვის, განსაკუთრებით, ხელისუფლებისთვის, მთავრობის წევრებისთვის ძალიან მტკივნეულია , - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის სხდომის დაწყებისას პრემიერ-მინისტრი სწორედ იმაზე საუბრობდა, რომ მმართველი გუნდისთვის თითოეული საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე გასაფრთხილებელია.

ეკონომიკის მინისტრმა არ უპასუხა კითხვას, უნდა გამოცხადდეს თუ არა 6 დეკემბერი გლოვის დღედ.

„ნამდვილად, ეს არის ტრაგიკული მოვლენა, როდესაც ჩვენ ჩვენს თანამოქალაქეებს ვკარგავთ. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის, თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებით, ხელისუფლებისთვის, მთავრობის წევრებისთვის ძალიან მტკივნეულია. რა თქმა უნდა, ამაზე საუბრობდა პრემიერ-მინისტრი და ეს ემოცია იყო პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში, რომ ჩვენთვის ძალიან მძიმეა, ძალიან მტკივნეულია, როდესაც საქართველოს მოქალაქეები იღუპებიან. სამწუხაროდ, ეს არ არის ერთი დღის მოვლენა და ერთჯერადი მოვლენა. სამწუხაროდ, ჩვენ დავკარგეთ ქართველი მოქალაქეები ამ ომის დაწყების დღიდან. ეს ომი ჯერ კიდევ გრძელდება, აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი ძალიან ტრაგიკული, ძალიან მძიმეა ჩვენთვის. ეს იყო პრემიერ-მინისტრის ემოცია, რომ ჩვენთვის ძალიან გასაფრთხილებელია თითოეული ჩვენი მოქალაქის, თითოეული ქართველი სიცოცხლე.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გავიგოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას, ისევე როგორც ნებისმიერ ხელისუფლებას, თავისი მოქალაქეების მიმართ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გააჩნია. მთავრობის წევრის და მთავრობის პოზიცია არის კიდევ უფრო მგრძნობიარე, იმიტომ რომ მათ კიდევ დამატებითი პასუხისმგებლობები გააჩნიათ, გარდა იმ ემოციებისა და გრძნობებისა, რომელიც თითოეულ მოქალაქეს თავისი თანამოქალაქეების მიმართ გააჩნია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„საქკაბელმა“ ჩეხეთის რესპუბლიკაში ექსპორტი განახორციელა
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ მეორე ნახევარკუნძულის მშენებლობა დაიწყო