იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ჩაქვში მოსწავლეებს შეხვდა

იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ინიცირებული მოძრაობის „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომის” ფარგლებში საინტერესო ინიციატივების განხორციელება გრძელდება. ინფორმაციას იურიდიული დახმარების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 1-ელ დეკემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი და პარალეგალები - სტუდენტები აჭარის რეგიონიდან, რომლებმაც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, გაიარეს სპეციალური ტრენინგები და შეუძლიათ პირველადი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა.

რაჟდენ კუპრაშვილი მოსწავლებს ესაუბრა ბავშვთა უფლებებზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე, ბულინგზე, ნაადრევ ქორწინებასა და მათთვის საინტერესო სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე. პარალეგალებმა, მოსწავლეებს იურიდიული დახმარების სამსხურის სერვისებსა და ჩვენი აპლიკაციის შესახებ მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ შეხვედრის ბოლოს გამართულ დისკუსიაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა