გიორგი ტყემალაძე - ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს, თითოეული ქართველის დაკარგვა აუნაზღაურებელი დანაკლისია ქვეყნისთვის

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოთქვა.

როგორც მან აღნიშნა, თითოეული ქართველის დაკარგვა აუნაზღაურებელი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის.

“დედაქალაქის საკრებულოსა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს. თითოეული ქართველის დაკარგვა აუნაზღაურებელი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილების ოჯახებსა და ახლობლებს, მთელ საქართველოს “- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ, რომლის სამძიმარსაც თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის