ეროვნული ბანკი GITI-ის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ციფრული მმართველობის სააგენტოს მხარდაჭერით კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების რიგით მე-12 რეგიონალური კონფერენცია გაიმართა, სადაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვაში საუკეთესო უწყების ჯილდო მიიღო.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, GITI-ის ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მასშტაბური ღონისძიებაა, მიზნად ისახავს საჯარო და კერძო პირებს შორის ეფექტური პარტნიორობის დამყარებას და ხელშეწყობას კონკურენტუნარიანობის, ინოვაციებისა და კიბერუსაფრთხოების კუთხით.

„აღნიშნული ჯილდო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს ეროვნულ ბანკში ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარისხს. მოხარულნი ვართ, რომ ორწლიანი პაუზის შემდეგ შესაძლებლობა მოგვეცა მონაწილეობა მიგვეღო GITI-ის ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც რეგიონში ტექნოლოგიური მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ინოვაციურია", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერმა, გიორგი შერმაზანაშვილმა.

გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის, ბალტიის ქვეყნებისა და ცენტრალური აზიის წარმომადგენლებმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო