„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებულ ცვლილებებს, რომელიც უკრაინაში დაღუპულთა ოჯახებისთვის გარკვეული სოციალური პაკეტით სარგებლობას გულისხმობდა, პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მიერ ინიცირებულ კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა ოჯახებისთვის გარკვეული სოციალური პაკეტით სარგებლობას გულისხმობდა, პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.

კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები ანა წითლიძე, გიორგი ბოტკოველი, დევი ჭანკოტაძე და თეიმურაზ ჯანაშია არიან.

პროექტის მიხედვით, უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა ოჯახები იმავე სოციალური დაცვის პაკეტით ისარგებლებდნენ, რითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ოჯახები სარგებლობენ. ამავე პაკეტის ფარგლებში, უკრაინაში დაღუპულთა ოჯახებისთვის გათვალისწინებულია ერთჯერადი დახმარება - 100 000 ლარის ოდენობით და კანონით განსაზღვრული სხვა შეღავათები.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო