რატი ბრეგაძე - ადამიანი საავადმყოფოში იმიტომ იმყოფება, რომ ესაჭიროება მკურნალობა, ვისაც მკურნალობა ესაჭიროება, მას ბუნებრივია, გარკვეული დიაგნოზი აქვს - რა თქმა უნდა, სააკაშვილს გარკვეული დიაგნოზები აქვს და შესაბამის მკურნალობას გადის

რა პოლიტიკურ ნებაზეა საუბარი, ადამიანი მსჯავრდებულია, ის ამჟამად სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება, კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ვერავის მიმართ ვერ იქნება დაშვებული, ეს არაკონსტიტუციური იქნება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ბრეგაძე განმარტავს, თუკი კანონით გათვალისწინებულ გზებს მიმართავენ და სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ასეთ გადაწყვეტილებას ისინი აღასრულებენ.

ჟურნალისტის კითხვაზე, მოხდა თუ არა ხელისუფლების მხრიდან წითელი ხაზის გადაკვეთა და რატომ არ უმჯობესდება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, იუსტიციის მინისტრი პასუხობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არ საუბრობს, ამაზე ექიმებმა უნდა ისაუბრონ, მოამზადონ შესაბამისი დასკვნები.

"თითქოს, მელაპარაკებით მტკიცებულებებით. როგორ შეიძლება თქვენ ისაუბროთ დასკვნაზე, რომელიც ადვოკატის განცხადებით კონფიდენციალურია და მან თავად თქვა, თუკი, ვინმეს ეს დასკვნა ჩაუვარდება, ან თუკი, რომელიმე პოლიტიკოსი ამაზე დაიწყებს საუბარს, პროკურატურას უნდა მივმართოთ, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრასო და თქვენ როგორ მესაუბრებით ამ დასკვნაზე, საიდან არის ეს დასკვნა თქვენთვის ცნობილი. ახლა გგონიათ რამე განსაკუთრებულ, სენსაციურ კითხვას სვამთ, რას ვერ გპასუხობთ, კითხვას ვერ აყალიბებთ... კითხვას კი არ გიბრუნებთ, კითხვას ვაზუსტებ, თქვენ შეფასებებს აკეთებთ და კითხვას არ სვამთ, თქვენი კითხვა ახლა გაჟღერდა და თქვენ იკითხეთ, გაქვთ თუ არა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზების შესახებ, რაზეც გპასუხობთ, ის დიაგნოზები, რომლითაც ის შეყვანილი იყო კლინიკა „ვივამედში“, ბუნებრივია, ეს ინფორმაცია მაქვს, თუმცა, ამ ინფორმაციას თქვენ არ გაგიზიარებთ, არა იმიტომ, რომ ვმალავ, არამედ იმიტომ, რომ ეს არის განსაკუთრებული ხასიათის პერსონალური მონაცემი და თუ უნდა, თავად პაციენტს შეუძლია, ეს ინფორმაცია გააზიაროს. ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს.

როცა ადამიანი საავადმყოფოში იმყოფება, იმიტომ იმყოფება, რომ ესაჭიროება მკურნალობა. ვისაც მკურნალობა ესაჭიროება, მას ბუნებრივია, გარკვეული დიაგნოზი აქვს, დიაგნოზის გარეშე მკურნალობა არ ხდება, შესაბამისად, რა თქმა უნდა, გარკვეული დიაგნოზები მას აქვს და გადის შესაბამის მკურნალობას. როცა თქვენ შეფასებას აკეთებთ და სვამთ კითხვას იმის შესახებ, გადავკვეთეთ თუ არა წითელი ხაზები, გიპასუხებთ, რომ არავითარი წითელი ხაზი არ გადაკვეთილა და სახელმწიფომ მაქსიმუმი გააკეთა ჯანმრთელობის უფლების უზრუნველსაყოფად...

ეს არის კითხვა, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება, მე მოკლებული ვარ შესაძლებლობას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვილაპარაკო, კონკრეტულად რატომ ვერ უმჯობესდება, ან უმჯობესდება, მე ექიმი არ ვარ, რომ ამაზე გიპასუხოთ, შესაბამისად, არც დასკვნა გამხდარა საჯარო, რომ ამაზე ფართო საზოგადოებამ იმსჯელოს, მე როგორ უნდა გიპასუხოთ?“ - განაცხადა ბრეგაძემ.

მისივე განმარტებით, მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გადაყვანა ვერ მოხდება, ვიდრე ის თავისუფალი არ იქნება.

„რაც შეეხება, იმ საკითხს, იქნება ეს სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაყვანა, თუ ნებისმიერი სხვა მიზნით, გპასუხობთ შემდეგნაირად: მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებაში, თუკი, ადამიანი მსჯავრდებული პატიმარი იქნება, ის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვერ გავა. საქართველოში კონსტიტუცია არსებობს და მათ შორის, კანონის წინაშე თანასწორობა ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. იმისთვის, რომ ადამიანი საზღვარგარეთ გაყვანილი იყოს, ის ან თავისუფალი უნდა იყოს, ან თუ იხდის სასჯელს, ბოლომდე უნდა მოიხადოს, ან მისი სასჯელი სასამართლოს მიერ გადავადდეს, ან გათავისუფლდეს სასჯელისგან სასამართლოს მიერ, ეს არის ერთადერთი გზა. ამ შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტრომ როგორ უნდა გიპასუხოთ თქვენს დასმულ კითხვაზე წითელი ხაზების გადაკვეთის შესახებ და არსებობს თუ არა პოლიტიკური ნება. რა პოლიტიკურ ნებაზეა საუბარი, ადამიანი მსჯავრდებულია, ის ამჟამად სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება, კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ვერავის მიმართ ვერ იქნება დაშვებული, ეს არაკონსტიტუციური იქნება. თუკი, კანონით გათვალისწინებულ გზებს მიმართავენ და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ასეთ გადაწყვეტილებებს აღვასრულებთ“, - განაცხადა ბრეგაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო