ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვენიის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართა შეხვედრა

სლოვენიის რესპუბლიკაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვენიის ვიცეპრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ტანია ფაიონთან გამართა შეხვედრა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-სლოვენიის ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული მიმართულებები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და რეგიონული გამოწვევები, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი და საქართველო-ნატო-ს ურთიერთობები განიხილეს.

“საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მინისტრს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებასთანაა დაკავშირებული. ნიკოლოზ სამხარაძემ ამ პროცესში ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან ასევე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე და რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე, რომელთა წინაშეც საქართველო ყოველდღიურად დგას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა კვლავ დაადასტურა და აღნიშნა, რომ სლოვენიის ხელისუფლება მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირი 2023 წელს პოზიტიურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„სლოვენიის ვიცე -პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირის გზაზე და მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს. მოგეხსენებათ, რომ ქალბატონი ფაიონი მინისტრის პოსტის დაკავებამდე იყო ევროპარლამენტარი. ის კარგად იცნობს საქართველოს და მუდმივად აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. დარწმუნებული ვარ, რომ სლოვენია მხარს დაუჭერს მომავალ წელს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით სლოვენიის რესპუბლიკაში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები: ლევან ქარუმიძე, გრიგოლ ვაშაძე და საქართველო-სლოვენიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიქტორ სანიკიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო