თამილა ბარკალაიამ და ნინო ველთაურმა ყირგიზეთის დელეგაციას შრომისა და დასაქმების მიმართულებით საქართველოში მიმდინარე პროექტები გააცნეს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ და დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა ყირგიზეთის დელეგაციას უმასპინძლეს.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს, მათთვის შრომისა და დასაქმების მიმართულებით, საქართველოში მიმდინარე თუ განხორციელებული რეფორმების გაცნობა წარმოადგენდა.

„ყირგიზეთის რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და მიგრაციის სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლებმა, ინფორმაცია მიიღეს საქართველოში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ღონისძიებების, დასაქმების მაძიებელთათვის პროფესიული გადამზადებისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამების შესახებ.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში სპეციალური კატეგორიის მოქალაქეებთან მუშაობის მიდგომები. ისაუბრეს დასაქმებისა და შრომის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და მათ აღმოსაფხვრელად დაგეგმილ პროგრამებზე.

ყირგიზეთის დელეგაციის წარმომადგენლები დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოში მიმდინარე პროექტებს, სერვისებს, მონიტორინგისა და სპეციალური კატეგორიის მოქალაქეებთან მუშაობის მიდგომებს გაეცნენ. მოგვიანებით კი, რუსთავის დასაქმების სერვის ცენტრს ეწვივნენ და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ.

ყირგიზეთის დელეგაციის - შრომის, სოციალური დაცვისა და მიგრაციის, განათლებისა და ფინანსთა მინისტრების მოადგილეების ვიზიტი საქართველოში 8 დეკემბრამდე გრძელდება”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი