ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ნოემბერში მგზავრთნაკადი სრულად აღდგა

2022 წლის ნოემბერში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 100%-ით აღდგა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბერში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 71,746 მგზავრმა ისარგებლა. 2019 წლის ნოემბერი აღნიშნული მაჩვენებელი 72,032 მგზავრი იყო.

2022 წლის ნოემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ზრდა იყო ავიარეისების რაოდენობის კუთხით. გასულ თვეს აეროპორტში რეისები 7 %-ით გაიზარდა და 268 რეისს მოემსახურა, 2019 წლის ნოემბერში - 250 რეისი.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა