ანდრეი კასიანოვი - ველით, რომ საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის პროცესი 2023 წლის თებერვლის დასაწყისში დასრულდება

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის საკითხი შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი აქტის მომზადების ეტაპზეა.

კასიანოვის განმარტებით, ელიან, რომ პროცესი 2023 წლის თებერვლის დასაწყისში დასრულდება.

„საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის საკითხი შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი აქტის მომზადების ეტაპზეა, რომლის შედეგებს ჩვენ ყველა ერთად გავიგებთ უკრაინის პრეზიდენტის ღია ბრძანებიდან. ამასთან, გასათვალისწინებელია კალენდარული და ფინანსური წლის დასასრული, რაც უკრაინაში უკიდურესად მძიმე ვითარების პირობებში დამატებით დროსა და ძალისხმევას მოითხოვს შესაბამისი ღონისძიებების მოსამზადებლად. ჩვენ ველით, რომ ეს პროცესი დასრულდება 2023 წლის თებერვლის დასაწყისში“, - განაცხადა კასიანოვმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო