ანდრეი კასიანოვი - უკრაინის გამოცდილება აჩვენებს, რომ საკუთარი ტერიტორიების დეოკუპაციაზე არ უნდა იყოს კომპრომისები რუსეთთან, არ უნდა იყოს ილუზია ამ პრობლემის მხოლოდ დიპლომატიური გზით გადაწყვეტის თვალსაზრისით

უკრაინის გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ საკუთარი სუვერენული ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხზე არ უნდა იყოს არანაირი კომპრომისები რუსეთთან, როგორც ტერორიზმის სპონსორთან და არ უნდა იყოს ილუზია ამ პრობლემის მხოლოდ დიპლომატიური გზით გადაწყვეტის თვალსაზრისით, - ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა, უკრაინის საელჩოში გამართულ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებებმა რუს დამპყრობლებთან ომის ფრონტზე უკვე დიდი წვლილი შეიტანა გლობალურ ბოროტებასთან ბრძოლაში. დიპლომატის განცხადებითვე, უკრაინის მამაცმა შეიარაღებულმა ძალებმა, უკიდურესად რთულ პირობებში, მთელი უკრაინელი ხალხის, ისევე როგორც უკრაინის საერთაშორისო პარტნიორების კონსოლიდირებული მხარდაჭერით, შეძლეს რუსი ფაშისტების შემოტევის მოგერიება თებერვალსა და მარტში და ზაფხულიდან ისინი კონტრშეტევაზე გადავიდნენ და ახლა გაათავისუფლეს ადრე დაკავებული მიწების ნახევარზე მეტი.

„მხოლოდ 24 თებერვლიდან 14 ნოემბრამდე პერიოდში განთავისუფლდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების 52%-ზე მეტი - უკრაინის სუვერენული ტერიტორიის თითქმის 78 000 კვადრატული კილომეტრი. ამჟამად, ჩვენი გმირული შეიარაღებული ძალები ემზადებიან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე უკრაინის ტერიტორიების გათავისუფლების გასაგრძელებლად და მათი მთავარი ამოცანაა უკრაინული ყირიმის დეოკუპაცია. უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებებმა რუს დამპყრობლებთან ომის ფრონტზე უკვე დიდი წვლილი შეიტანა გლობალურ ბოროტებასთან ბრძოლაში. კერძოდ, ზმეინის კუნძულის დეოკუპაციამ და რუსეთს შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის - კრეისერ "მოსკვას" - გაგზავნამ ერთადერთი სწორი მიმართულებით, ზღვის ფსკერზე, შესაძლებელი გახადა უკრაინული მარცვლეულის მიწოდების განბლოკვა იმ ქვეყნებში, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგად შიმშილის პირას იყვნენ“, - აღნიშნა კასიანოვმა.

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის თქმით, დღეის მდგომარეობით, უკრაინამ საზღვაო გზით 11 მილიონი ტონა მარცვლეული 43 ქვეყანაში გაიტანა.

„უკრაინის მარცვლეულის მიწოდების გაზრდის მიზნით იმ ქვეყნებში, რომლებიც შიმშილის საფრთხის წინაშე დგანან, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა ინიციატივით Grain from Ukraine, რამაც უკვე შესაძლებელი გახადა 180 მილიონი დოლარის მოზიდვა იმ ქვეყნებიდან, რომლებიც არ არიან გულგრილნი მილიონობით ადამიანის ბედის მიმართ მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებში“, - განაცხადა კასიანოვმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო