მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ მდგრადი განვითარების მიზნების უწყებათაშორისი საბჭოს რიგით მე-4 სხდომა გახსნა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) უწყებათაშორისი საბჭოს რიგით მე-4 სხდომა გახსნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა სასტუმრო „რუმს თბილისში“ გაიმართა და მას საჯარო უწყებების, პარლამენტის, გაეროს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების 60-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.

„სხდომის მონაწილეებს რევაზ ჯაველიძესთან ერთად, გახსნითი სიტყვით მიმართა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, საბინე მახლიმ. საბჭოს წევრებმა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების გზაზე მიღწეული პროგრესი განიხილეს ადამიანური კაპიტალისა და სოციალური კეთილდღეობის, ეკონომიკური განვითარების, კარგი მმართველობისა და გარემოს დაცვის მიმართულებებით.

დღესვე, მდგრადი განვითარების მიზნების უწყებათაშორისი საბჭოს სამდივნომ სხდომის მონაწილეებს საბჭოს თემატური სამუშაო ჯგუფების 2023 წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინა. აღინიშნა, რომ გეგმის განხორციელების პროცესში უზრუნველყოფილი იქნება როგორც ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების, ისე სამოქალაქო სექტორის ჩართულობა.

სხდომაზე ხაზი გაესვა, რომ სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში. სხდომის დასასრულს, უწყებათაშორისი საბჭოს მიერ დამტკიცდა თემატური სამუშაო ჯგუფების 2023 წლის სამოქმედო გეგმა და მისი განხორციელების კოორდინაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას დაევალა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ის, რაც დღეს ხდება საქართველოში თუ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, რუსეთს უნდა აწყობდეს, რადგან ასეთი შედარებით ქაოტური ვითარება მოსკოვს ბევრ საშუალებას აძლევს
აკადემიკოსი რამაზ ხუროძე - საჭიროა სახელმწიფოს მიერ მეცნიერებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისად, ამ ხარჯების კორექტირება
ქართული პრესის მიმოხილვა 24.05.2024
„გალფის“ მხარდაჭერით 20 სტუდენტი აფხაზეთიდან ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად გერმანიაში გაემგზავრება
„თიბისის“ მხარდაჭერით, ანტიკური კოლხეთის ქალაქი - ვანი, ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს
BTU-ს AI-ს საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა