გენერალური პროკურორი - გაუმჯობესებულია არასულწლოვანთა მიმართ განრიდების პროცედურების და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების ხარისხი

ბავშვზე მორგებული და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებზე დაფუძნებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პროკურატურის მიერ არაერთი ღონისძიება იქნა გატარებული, ასევე გაუმჯობესებულია არასრულწლოვანთა მიმართ განრიდების პროცედურების და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების ხარისხი, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2022 წლის 9 თვის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

გენერალური პროკურორის თქმით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტული მიმართულებაა და არასრულწლოვანთა მიმართ გადაწყვეტილების მიღება მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებშია უზრუნველყოფილი.

როგორც ირაკლი შოთაძემ განაცხადა, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა მიმართ პროკურორის მიერ პრიორიტეტულად სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმები გამოიყენება, რაც ზრდის არასრულწლოვანთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ეფექტიანობას მართლმსაჯულების პროცესში. მან ხაზი გაუსვა განრიდების მექანიზმის მნიშვნელობასაც, რომელიც არასრულწლოვანის საჭიროებების მაქსიმალურ გათვალისწინებას ეფუძნება.

„პროკურორები არასრულწლოვნის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც შეფასდება, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებასა და სასჯელის გამოყენებაზე უკეთ განრიდება უზრუნველყოფს არასრულწლოვანის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.“ - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით მიღწეულ წარმატებაში პროკურორთა სპეციალიზაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას დეტალურად მიმოიხილა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემები: არასრულწლოვანთა განრიდებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის რაოდენობრივი მაჩვენებელი, მოთხოვნილი პატიმრობის და პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი არასრულწლოვანებში, არასრულწლოვანთა მიმართ გამოტანილი განაჩენები.

გენერალურმა პროკურორმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სრულყოფის მიზნით 2022 წელს გატარებულ ღონისძიებებზეც ღონისძიებაზე ისაუბრა. მისი თქმით, შემუშავდა ახალი სახელმძღვანელო მითითებები, განხორციელდა მათი სისტემატიზაცია და მომზადდა კრებული; რეგიონულ დონეზე ჩატარდა შეხვედრები საოლქო და რაიონული პროკურატურის მენეჯერებთან და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ პროკურორებთან; დაინერგა სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიურ-სოციალური ცენტრის კონცეფცია. გარდა ამისა, საქართველოს პროკურატურა ჩართულია ბავშვის უფლებათა კოდექსის იმპლემენტაციის პროცესში.

როგორც საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2022 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას აღინიშნა, საქართველოს პროკურატურა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის სრულყოფისთვის არაერთი მიმართულებით აგრძელებს აქტიურ მუშაობას.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი