ჟენევაში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის „სამრეწველო ავარიების ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შესახებ“ კონვენციის მხარეთა რიგით მეთორმეტე კონფერენცია გაიმართა

ჟენევაში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის „სამრეწველო ავარიების ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შესახებ“ კონვენციის მხარეთა რიგით მეთორმეტე კონფერენცია გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონფერენციაში მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მონაწილეობდა.

პავლიაშვილმა საქართველოში გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებული მიღწევები და გამოწვევები შეაფასა.

„სოლომონ პავლიაშვილი მოხსენებით წარდგა სემინარზე, სადაც ბუნებრივი საფრთხეებით გამოწვეულ სამრეწველო ავარიების რისკების ეფექტიანი მართვის საკითხებზე ისაუბრა. ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ შეხვედრა გამართა „სამრეწველო ავარიების ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შესახებ“ კონვენციის სამდივნოსა და გაეროს ეკონომიკური საბჭოს წარმომადგენლებთან. მხარეები, კონვენციის რატიფიცირების პროცესის მომზადების დაწყებისთვის, საქართველოში ტექნიკური მისიის განხორციელებაზე შეთანხმდნენ, რათა კონვენციის სამდივნოსა და გაეროს ეკონომიკურ საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, სწორად შეფასდეს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და დაიგეგმოს კონკრეტული ღონისძიებები, რაც კონვენციის რატიფიცირების პროცესს შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი