ნინო რუხაძე CEMR-ის ვიცე-პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოში (CEMR) წარდგენილი დელეგაციის წევრი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელი - ნინო რუხაძე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩიეს.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, შეხვედრას ევროპის მუნიციპალური ასოციაციების 100-მდე დელეგატი ესწრებოდა.

„CEMR - ის პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, რომელიც პარიზში გაიმართა, საბჭოს პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტების, თანაპრეზიდენტებისა და ფინანსური მართვის კომიტეტის თავმჯდომარის, ასევე, აღმასრულებელი პრეზიდენტისა და შიდა აუდიტორების კანდიდატურებზე იმსჯელეს.

სხდომის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ CEMR - ის პოლიტიკური კომიტეტის 2023 წლის, 6-7 ივნისის სხდომა თბილისში ჩატარდება.

დღესვე, კრიზისების, სოციალური არასტაბილურობისა და საზოგადოების პოლარიზაციის მიმართულებით, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების როლსა და ხელშეწყობაზე გაიმართა დებატები. სხდომის მონაწილეებმა, ასევე ფინანსური დოკუმენტები განიხილეს და საბჭოს მიერ ჩატარებულ სხვადასხვა პროექტებთან დაკავშირებით იმსჯელეს. ასევე, 2022 წლის სამოქმედო გეგმის ანგარიში მოისმინეს და 2023 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს.

ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭო (CEMR) უძველესი და ფართომასშტაბიანი რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის ევროპული ასოციაციაა და ის ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც 41 ევროპული ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციებს აერთიანებს. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია კი, CEMR-ში 2010 წლიდანაა გაწევრიანებული და აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა თემის განხილვაში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფრომაციაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი