ხატია დეკანოიძე - რაც არ უნდა ზიზღით განმსჭვალული ენით ისაუბროს მმართველმა გუნდმა, ფაქტი არის ერთი - როდესაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ უმჯობესდება, ამაზე პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, "ქართულ ოცნების" წარმომადგენლებს არაერთხელ შესთავაზა საჯაროდ, რომ თუ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ცუდად ყოფნაში ეჭვი ეპარებათ, კლინიკაში პირადად მოინახულონ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდნენ.

როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

"რაც არ უნდა ზიზღით განმსჭვალული ენით ისაუბროს მმართველმა გუნდმა, ფაქტი არის ერთი - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის არა პროგრესირებადი, არამედ რეგრესია, ადამიანი არის ცუდად. ჩემს დაკვირვებას მოგახსენებთ ყოველგვარი დრამატულობის გარეშე, რომ წონის კლება არის ძალიან მძიმე. როდესაც მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება, ამაზე პასუხისმგებლობა პირველ რიგში, მმართველ გუნდს ეკისრება. შესაბამისად, ჩვენ უნდა შევხედოთ ამას არა პოლიტიკურ კონტექსტში, არამედ ჰუმანიტარულ და ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის", - განაცხადა დეკანოიძემ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი