ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი უნგრეთზე - ერთ წევრ სახელმწიფოს ვერ მივცემთ საშუალებას უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარება ჩაშალოს - ასე თუ ისე, ამას გავაკეთებთ

ერთ წევრ სახელმწიფოს ვერ მივცემთ საშუალებას უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარება ჩაშალოს. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა ბრიუსელში ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“წევრი სახელმწიფოები მუშაობენ, რათა გარანტირებული იყოს ამ სახსრების უკრაინისადმი გადაცემა უკვე იანვარში. უკრაინა ომის მდგომარეობაშია და სასწრაფოდ სჭირდება დახმარება. ჩვენ არ შეგვიძლია ერთ წევრ სახელმწიფოს ევროკავშირის ფინანსური დახმარების გადადებისა ან ჩაშლის უფლება მივცეთ. ამას გავაკეთებთ, ასე თუ ისე”, - თქვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

დომბროვსკისის თქმით, გამოსავლის ძიებაზე მუშაობა უახლოეს დღეებში გაგრძელდება და ევროკავშირი შეასრულებს უკრაინისადმი მიცემულ პირობებს. გამოსავლის შესაძლო ვარიანტებზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ ევროკომისიამ ისინი უკვე განსაზღვრა.

“ეს ორი ვარიანტია - სესხების გარანტირება შეიძლება ევროკავშირის ბიუჯეტიდან იყოს, ან ეს შეიძლება წევრი სახელმწიფოების გარანტიები იყოს. ეს ორი შესაძლებლობაა”, - თქვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

სხდომაზე კენჭი ეყარა ევროკავშირის ეკონომიკურ კანონმდებლობაში სამ შესწორებას, რომლებიც შესაძლებელს გახდის უკრაინისთვის აღნიშნული სახსრების გადაცემას.

სხდომის განმავლობაში უნგრეთმა პირველი შესწორება დაბლოკა, რომელსაც ერთსულოვანი გადაწყვეტილება სჭირდებოდა. ამავდროულად, მიღებულ იქნა ორი დანარჩენი ცვლილება, რომლებსაც კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდებოდა.

დომბროვსკისი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი უახლოეს მომავალში იპოვის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რათა 18 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების უკრაინისადმი გადაცემა უკვე 2023 წლის იანვარში დაიწყოს.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის