გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩის N30-დან ვეკუას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საახალწლოდ დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქ. N30-დან ვეკუას ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთი („სქაი პლაზასა“ და „გლდანი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორია) დროებით გადაიკეტება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 7 დეკემბრის 09:00 საათიდან, ხიზანიშვილის ქუჩიდან წამომსვლელი ავტომობილები, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობას შეძლებენ მხოლოდ ნაწილობრივ, „გლდანი პლაზას“ ტერიტორიაზე არსებული პარკინგის გამოყენების მიზნით, გზის დანარჩენ ნაწილზე კი (ხიზანიშვილის ქ. N30-დან ვეკუას ქუჩის დასაწყისამდე არსებული მონაკვეთზე) მოძრაობა შეიზღუდება.

„ხიზანიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილებისთვის ვეკუას ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მკვეთი ქუჩების გამოყენებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემა კი დროებით შეიცვლება.

მიკროავტობუსები: N496, N439 და N486 მოსულიშვილის ქუჩიდან მოძრაობას ხიზანიშვილის ქუჩაზე განაგრძობენ, ამავე ქუჩის N35-დან გადავლენ ვეკუას ქუჩაზე, რის შემდეგაც, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდებიან; მიკროავტობუსი N510 ვეკუას ქუჩიდან ხიზანიშვილის ქ. N35-თან დატრიალების შემდეგ, ბოლომდე ხიზანიშვილის ქუჩით გადაადგილდება. აღნიშნულ მიკროავტობუსს გაჩერება ექნება მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ, გობრონიძის ქუჩის კვეთასთან.

ავტობუსი N297 მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ხიზანიშვილის ქუჩის ნაცვლად, მოძრაობას ვეკუას ქუჩაზე განაგრძობს, საიდანაც ნანეიშვილის ქუჩას დაუკავშირდება. უკუმიმართულებით მოძრაობისას, ავტობუსი ხიზანიშვილის ქ. N35-თან დატრიალდება და მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრამდე“, ხიზანიშვილის ქუჩით გადაადგილდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ვაშინგტონი დაელოდება არჩევნების შედეგებს, მანამდე კი „გამაფრთხილებელი“ ღონისძიებები გატარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.05.2024
კახა ოქრიაშვილი - ძალიანაც რომ მოინდომონ „ოცნებამ“ და რუსეთმა, საქართველოში ომი მაინც არ იქნება!
„ოკიტელის“ ოფიციალური წარმომადგენლობა - საქართველო კავკასიის ჰაბია, სადაც ჩვენი ტექნოლოგიების დანერგვა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონთან უფრო მარტივად დაგვაკავშირებს
საუკეთესო პრემიალური სასმელი და საუკეთესო მარკეტინგული კამპანია „ლიმონათი ბორჯომისგან“ Zenith Global’s InnoBev Awards 2024-ის გამარჯვებულია
კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 5 წლისაა
მდგომარეობა კრიპტოვალუტის ბაზრებზე - მაღალი სიხშირის მერყეობა და სხვა პარამეტრები
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები
მასშტაბური ცვლილება ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სტანდარტში: ფასს 18 (IFRS 18)