ბადრი ჯაფარიძე - ღარიბაშვილის მითითება არ გვჭირდება, საკმაო ბრძოლა გვაქვს გავლილი - მას არასოდეს, არცერთ ბრძოლაში არ მიუღია მონაწილეობა და ყელმოღერებული განცხადებები შეუფერებელია

ღარიბაშვილს არასოდეს, არცერთ ბრძოლაში არ მიუღია მონაწილეობა, შესაბამისად, ასეთი ყელმოღერებული განცხადებები, მით უმეტეს მისთვის, შეუფერებელია, - ასე ეხმაურება „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ბევრს რომ ლაპარაკობენ პოლიტიკოსები, „ფეისბუქში“ რომ აქტიური და ძალიან ვაჟკაცური არიან, თუ ასე ძალიან უნდათ ომში მონაწილეობის მიღება, წავიდნენ უკრაინაში და იომონ“.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ მოვწმინდოთ სირცხვილი ჩვენ საზოგადოებას, რომ ასეთი მმართველი ძალა გვყავს.

„ღარიბაშვილის მითითება არ გვჭირდება, მთელი ცხოვრების მანძილზე საკმაო ბრძოლა გვაქვს გავლილი. ის არ არის ადამიანი, რომელმაც ვინმეს შეიძლება მოუწოდოს, ბრძოლაში ჩართვისაკენ, რადგან არასდროს, არცერთ ბრძოლაში არ მიუღია მონაწილეობა, შესაბამისად, ასეთი ყელმოღერებული განცხადებები, მით უმეტეს მისთვის, შეუფერებელია.

ამ ადამიანის განცხადებებზე კომენტარიც კი შეურაცხმყოფელია, იმდენად სამარცხვინო განცხადებებია. ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, როგორ მოვახერხოთ, რომ მოვწმინდოთ სირცხვილი ჩვენს საზოგადოებას, რომ ასეთი პრემიერ-მინისტრი და ასეთი მმართველი ძალა გვყავს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან შთაბეჭდილება დარჩა, რომ ის რუსეთს ელაპარაკებოდა.

„პირველად არ ხდება, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება თითქოს განკუთვნილია ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მედიასაშუალებებისთვის. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რუსეთს ელაპარაკება.

მთელი განცხადების პათოსი იყო, რომ არაფერ შუაში ვართ ჩვენ - საქართველოს მთავრობა, ეს ხალხი სხვა პოლიტიკურმა ძალამ წაიყვანა იქ. მთელი პათოსი ეს იყო. აბსოლუტურად გვერდზე იყო გაწეული სამძიმრის თემა“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო