ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, რუსეთს “ისკანდერების” 13%, ხოლო “კალიბრის” ტიპის რაკეტების 30% დარჩა

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, რუსეთს “ისკანდერების” 13%, ხოლო “კალიბრის” ტიპის რაკეტების 30% დარჩა. ამის შესახებ მან ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

“მათ უკვე ბევრი რამ გააკეთეს საკუთარი თავისთვის შედეგების გაუთვლელად. ისინი მართლა იყენებენ ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების მარაგს, ბევრ შემთხვევაში უკვე ძალიან გასცდნენ მათზე თავდასხმის შემთხვევაში საჭირო რეზერვს. “ისკანდერის” რაკეტებს თუ შეხედავთ, 13%-ზე ნაკლები დარჩათ. თუმცა წესები ამბობს, რომ მინიმუმ 25, ან საერთოდ 30% უნდა რჩებოდეს. გუშინდელ თავდასხმამდე “კალიბრების” 37% ჰქონდათ, გუშინ 20% ისროლეს, შესაბამისად, ეს უკვე 30%-ს უახლოვდება”, - აღნიშნა რეზნიკოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ პერიოდში რაკეტების ზოგი ტიპის წარმოების მხრივ რუსეთის შესაძლებლობები ძალიან შემცირდა, ზოგზე კი სრულიად აღარ არსებობს, რადგან კომპონენტები არ გააჩნიათ.

“ერთადერთი, ძალიან რომ არ გვიხაროდეს, C-300 რაკეტების ძალიან დიდი მარაგი აქვთ - ათასობით. ისინი საშუალებას აძლევს არა მხოლოდ საჰაერო თავდაცვის რაკეტები იყოს, ისინი “მიწა-მიწა” რეჟიმში უშვებენ მათ. და ასე ცდილობენ ჩვენი ოლქების, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს ესაზღვრება, ტერორიზებას - ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკისა და ლიგანსკის ოლქებს. ამიტომ მათ ჯერ კიდევ უნდა გამოიყენონ ეს რესურსი”, - დასძინა თავდაცვის მინისტრმა.

ვახტანგ ხმალაძე - „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური ველიდან იმდენადაა გასული, ამის შემდეგ მისგან კიდევ ბევრ არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს ვნახავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით