დევნილ მოსახლეობას სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„აქციის ფარგლებში, 100-მდე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირს სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია და კვლევები ჩაუტარდა. ასევე, ბენეფიციარებს ოფთალმოლოგების დანიშნულების შესაბამისად საჭირო სათვალეები უფასოდ გადაეცათ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით, „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიისა“ (International Human Rights Commission) და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

აქციის მიზანია დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი