საქართველოს ბიზნეს ასოციაცია - ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიის აღსრულება მხოლოდ შესაბამისი პროფილის ბიზნეს ოპერატორებთან აქტიური თანამშრომლობით იქნება შესაძლებელი

საქართველოს 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილისა და სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლების შეხვედრის მთავარი საკითხი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა ასოციაციის წევრებს გააცნეს სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებები, კერძოდ, საუბარი შეეხო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს, სამომავლო ხედვასა და მიზნებს. ამასთან, დისკუსია შეეხო როგორც საავტომობილო, ასევე საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების პრობლემატურ საკითხებს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, სექტორის განვითარების მიზნით შემუშავებული სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი პროფილის ბიზნეს ოპერატორებთან კომუნიკაცია, რამაც, თავის მხრივ, უნდა უზრუნველყოს LPI ინდექსში ქვეყნის პოზიციების გაუმჯობესება და დარგის ქაოტური განვითარების პრევენცია.

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და კვალიფიციური კადრების საჭიროებაზე. შესაბამისად, საუბარი შეეხო ახალი პროგრამების შემუშავების აუცილებლობას, საკვალიფიკაციო სტანდარტების დანერგვასა და პროფესიულ სწავლებას, რაც დარგის განვითარების ერთ-ერთ საკვანძო საკითხს წარმოადგენს.

„ტრანსპორტი და ლოგისტიკა არის ერთ-ერთი საინტერესო საინვესტიციო მიმართულება, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის. წარმოდგენილი სტრატეგია ნამდვილად ითვალისწინებს დარგის განვითარების სწორ ხედვას და მოხარულნი ვართ, რომ ბიზნეს სექტორი აქტიურად არის ჩართული პროცესში, ვინაიდან თანამშრომლობისა და აქტიური კომუნიკაციის გარეშე სტრატეგიის იმპლემენტაცია და დოკუმენტით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მიღწევა გართულდება“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა