საქართველო კლიმატის ცვლილების მეხუთე ეროვნული შეტყობინების მომზადებას იწყებს

პროექტის „საქართველოს მეხუთე ეროვნული შეტყობინებისა და პირველი ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიშის შემუშავება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მიმართ“ პირველი შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნიკ ბერესფორდმა გახსნეს.

„ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, პროექტის განხორციელებისას, ველოდებით განახლებულ მონაცემებს სათბურის აირების ინვენტარიზაციის, კლიმატის ცვლილების პროგრამებისა და პროექტების შედეგებისა და სამომავლო საჭიროებების შესახებ. თქვენთვის ცნობილია, რომ პარიზის შეთანხმების ფარგლებში, ჩვენ ყველანი შევთანხმდით გამკაცრებულ ანგარიშგებასთან დაკავშირებით, რაც უფრო გამჭვირვალე, სრული და ზუსტი დოკუმენტაციის წარმოებას უნდა ემსახურებოდეს”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

„აღნიშნული პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ანგარიშგების ვალდებულება, რომელიც ექვემდებარება გაეროს და კლიმატის ცვლილების შესახებ გაერთიანებული ერების ჩარჩო კონვენციას. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო მოამზადებს სრულყოფილ ანგარიშს, რაც ასევე დაეხმარება კლიმატის ცვლილების შერბილების განხორციელების პროცესში“, - განაცხადა ნიკ ბერესფორდმა.

სამინისტროს ცნობით, პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ანგარიშის შემუშავებაში ვალდებულების შესაბამისად. ამასთან, პროექტი ეხმარება გრძელვადიანი მიზნების მიღწევას, რომლებიც მიმართულია კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების აღმოფხვრისკენ.

„ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პროექტის აღმასრულებელი საბჭოს პირველი შეხვედრაც. აღნიშნული საბჭო უზრუნველყოფს პროექტის განხორციელების მონიტორინგს და იმ რისკებისა და გამოწვევების შეფასებას, რომელიც პროექტის მიმდინარეობის პროცესში შეიძლება დადგეს.

პროექტი წარმოადგენს იმ ვალდებულებათა განხორციელების პროგრამის ნაწილს, რომელიც საქართველოს აღებული აქვს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ.

პროექტი ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ხელშეწყობით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი