„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი - იცით, რომ სააკაშვილი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა, შემოსვლისთანავე გვაქვს მასთან კვებაზე საუბარი - ზონდით კვება ხდება პაციენტთან შეთანხმებით და არა იძულებითი წესით

იცით, რომ მიხეილ სააკაშვილი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა, უნდა გაგრძელებულიყო სრულფასოვანი კვება. შემოსვლისთანავე გვაქვს მასთან კვებასთან დაკავშირებით საუბარი - ნაზოგასტრალური ზონდი გამოიყენება პაციენტთან შეთანხმებით და არა იძულებითი წესით,- ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ზურაბ ჩხაიძე ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს, ნაზოგასტრალური ზონდი იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ ადამიანს საკვების მიღებისას ღებინების შეგრძნება აქვს.

„შემოსვლიდანვე, ყოველდღიურად გვაქვს პაციენტთან კვებასთან დაკავშირებით საუბარი. იცით, რომ პაციენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა, ეს აისახა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. შემდეგში უნდა გაგრძელებულიყო სრულფასოვანი კვება. ამის შესახებ ყოველდღე გვაქვს პაციენტთან საუბარი. რაც შეეხება ზონდით კვებას, რაც იკითხეთ, აქ იძულებით კვებაზე არ არის საუბარი, თუ ადამიანს, ნებისმიერ პაციენტს აქვს ღებინების შეგრძნება საკვების მიღებისას, ამ შემთხვევაში გამოიყენება ნაზოგასტრალური ზონდი პაციენტთან შეთანხმებით და არა იძულებითი წესით!“, - აღნიშნავს ჩხაიძე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო