„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე შეხვედრას ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი არ ესწრებიან

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე შეხვედრას ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი არ ესწრებიან.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განმარტა, ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი ერთ-ერთ რეგიონში იმყოფებიან და 9 დეკემბრის აქციასთან დაკავშირებით მოსახლეობას ხვდებიან.

მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის საკითხი ამ პარტიისთვის უნდა ყოფილიყო, არის და იქნება მთავარი თემა და დღევანდელი შეხვედრა არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, მე მოვისმენ სხვის მოსაზრებებსაც, მექნება ჩემი მოსაზრებაც და ჩამოვყალიბდებით იმ სამოქმედო გეგმაზე, რაც დღეს ყველაზე მეტად არის მნიშვნელოვანი. ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი არიან ერთ-ერთი რეგიონში. ისინი არიან სწორედ, 9 დეკემბრის მნიშვნელოვან საქმეზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო უნდა გაიმართოს და იქ დაკავებულები არიან ჩვენს აქტივთან შეხვედრით, ადამიანების მობილიზებით“, - განაცხადა ბოტკოველმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხზე და სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ.

შეხვედრას პარტიის სამდივნო, საპარლამენტო ფრაქციის წევრები და პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძე ესწრებიან.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა