შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა კამპანიის „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში გურიის და აჭარის სკოლებში შეხვედრები გამართეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა კამპანიის „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში გურიის და აჭარის სკოლებში შეხვედრები გამართეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრებზე სამინისტროს წარმომადგენლებმა ბავშვებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის თემაზე გადაღებული ვიდეორგოლები უჩვენეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის - ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, სხვადასხვა რეგიონის სკოლებში შეხვედრები გრძელდება.

სამინისტროს დანაყოფების წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის N1 და N4 საჯარო სკოლებში, ასევე, ქალაქ ქობულეთის N2 და N3 საჯარო სკოლებში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოზარდებს ინფორმაცია მიაწოდეს სხვადასხვა საჭირო და აქტუალურ თემაზე, მათ შორის ბავშვთა უფლებების, ნაადრევი ქორწინების და მისი ზიანის, ბულინგის, ძალადობისა და ორგანიზებული დანაშაულის შესახებ, აგრეთვე, მართლწესრიგთან დაკავშირებით.

შეხვედრებზე სამინისტროს წარმომადგენლებმა ბავშვებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის თემაზე გადაღებული ვიდეორგოლები უჩვენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია "ემეგობრე პოლიციას" სექტემბერში დაიწყო, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებრივი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდ ქალაქებში უკვე ჩატარდა, საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებში კი წლის ბოლომდე გაგრძელდება”, - განაცხადა შსს-მ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო