პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, პოლონეთი საკუთარ ტერიტორიაზე გერმანული საჰაერო თავდაცვის სისტემის Patriot განსალაგებლად ემზადება

პოლონეთი საკუთარ ტერიტორიაზე გერმანული საჰაერო თავდაცვის სისტემის Patriot-ის განსალაგებლად ემზადება, მას შემდეგ რაც ოფიციალურმა ბერლინმა ამ სისტემის უკრაინაში განთავსებაზე უარი განაცხადა.

ინფორმაციას პოლონეთის თავდაცვის მინისტრი მარიუშ ბლაშჩაკი “ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.

გასულ თვეში, გერმანიამ ოფიციალურ ვარშავას Patriot-ის სისტემის განთავსება პოლონეთის საჰაერო სივრცის დასაცავად მას შემდეგ შესთავაზა, რაც პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე რაკეტა ჩამოვარდა და ორი ადამიანი გარდაიცვალა.

„გერმანიის თავდაცვის უწყებასთან საუბრის შემდეგ, იმედგაცრუებული ვარ, რომ უარი უნდა განვაცხადო უკრაინისთვის დახმარების გაწევაზე. დასავლეთ უკრაინაში Patriot-ების განლაგება გაზრდიდა პოლონელებისა და უკრაინელების უსაფრთხოებას. ასე რომ, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა Patriot-ები პოლონეთში განვათავსოთ და ისინი ჩვენს სამეთაურო სისტემას დავუკავშიროთ“, - განაცხადა ბლაშჩაკმა.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა