ეკა ხერხეულიძე - მიხეილ სააკაშვილი  ძალიან ცდილობს მცირე ულუფები მიიღოს, რომ გადარჩეს,  მისი არჩევანი სიკვდილი არ არის - ზონდით კვება ვერ მოხდება პაციენტის ნების წინააღმდეგ, ეს არის მისი უფლებების დარღვევა

მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცდილობს მცირე ულუფები მიიღოს იმისთვის, რომ გადარჩეს - კვალიფიკაციის მიცემა, რომ მიხეილ სააკაშვილი თურმე შეგნებულად არ იკვებება, ტყუილია! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ „ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ხერხეულიძე განმარტავს, მიხეილ სააკაშვილის არჩევანი სიკვდილი არა არის, ის ცდილობს, რომ ეს მდგომარეობა დაძლიოს.

მიხეილ სააკაშვილი არცერთ შემთხვევაში არ ცდილობს, რომ ხელოვნურად არ მიიღოს საკვები. მინდა, საგანგებოდ ვთქვა, რომ ეს ტყუილია. მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცდილობს მცირე ულუფები მიიღოს იმისთვის, რომ გადარჩეს, ის ცდილობს, რომ იცოცხლოს. მიხეილ სააკაშვილის არჩევანი სიკვდილი არ არის, ის ცდილობს, რომ ეს მდგომარეობა დაძლიოს. ის ვითარება და რეალობა, რაც მის კვებასთან მიმართებაში გვაქვს შემდეგია - ეს მას არ შეუძლია.

ზურაბ ჩხაიძესთან ბევრჯერ მქონია ურთიერთობა და გვისაუბრია გამოსავლის ძებნაზე. მომისმენია კონსულტაცია, როგორ მოვიქცეთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ეს მძიმე მდგომარეობა დაძლეული იყოს. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, როდესაც გუშინ მოვუსმინე. არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები. ტყუილია ის, რომ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად არ იკვებება. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც მასთან აქვს შეხება, იცის, რამხელა სირთულეა საკვების მიღება.

ზონდით კვებასთან დაკავშირებით, ეს ვერ მოხდება ბატონებო, პაციენტის ნების წინააღმდეგ, ხელოვნური კვება ვერ მოხდება. ეს არის მისი უფლებების დარღვევა. ჩვენ ვცდილობთ მცირე ულუფებით შეძლოს მიხეილ სააკაშვილმა კვება, რაც მის ისტორიაში ასახულია. ის, რომ კვება არ შეუძლია, არ არის ახალი პრობლემა. ამის შესახებ ექიმებმა იციან. კვალიფიკაციის მიცემა, რომ მიხეილ სააკაშვილი თურმე შეგნებულად არ იკვებება, ტყუილია!“, - აღნიშნავს ხერხეულიძე.

ცნობისთვის, კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ გუშინ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს იღებს, ისიც მისთვის სასურველ დღეებში, ყოველდღიურად არა. ჩხაიძის განმარტებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრებიც სტაბილურია.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი