ალუდა ღუდუშაური - სააკაშვილი თვითონ არის პასუხისმგებელი საკუთარ ჯანმრთელობაზე, მას ყველა უფლება აქვს რეალიზებული - ვხედავთ ხელოვნურ აჟიოტაჟს

სააკაშვილი თვითონ არის პასუხისმგებელი საკუთარ ჯანმრთელობაზე, ნებისმიერი პირი თავის ჯანმრთელობაზე თვითონ უნდა ზრუნავდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ვინ არის პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე.

მისივე თქმით, ამ საკითხზე ხელოვნური აჟიოტაჟია ატეხილი.

„პასუხისმგებლობას რაც შეეხება, უპირველეს ყოვლისა, არის თვითონ [პასუხისმგებელი]. ნებისმიერი პირი თავის ჯანმრთელობაზე თვითონ უნდა ზრუნავდეს. როცა პირი წინააღმდეგობაშია იმ პროტოკოლთან რომელიც განესაზღვრა, თუნდაც ექიმების მხრიდან, ჩემი აზრით, ეს აზიანებს, რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის პასუხისმგებელი სააკაშვილის მდგომარეობაზე, მგონია, უადგილოა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პირმა თვითონ გადაწყვიტა როგორც ჩანს. თავიდან კარგად ხედავდით მთელი რიგი ნაბიჯები გადადგა, რაც ჯანმრთელობას ზიანს მოუტანდა. მოვლენებს ობიექტურად უნდა შევხედოთ, მას ყველა უფლება აქვს რეალიზებული, რასაც ჩვენ ვხედავთ დღეს არის ხელოვნური აჟიოტაჟი“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა