უკრაინის კულტურის მინისტრმა დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდა ბოიკოტი გამოუცხადონ რუსულ კულტურას

უკრაინის კულტურის მინისტრმა ალექსანდრ ტკაჩენკომ ქვეყნის დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდა ბოიკოტი გამოუცხადონ რუსულ კულტურას და შეაჩერონ ჩაიკოვსკისა და სხვა რუსი კომპოზიტორების მუსიკალური წარმოდგენები მანამ, ვიდრე ომი არ დასრულდება.

ტკაჩენკოს თქმით, მსგავსი „კულტურული ბოიკოტი“ „ჩაიკოვსკის გაუქმებას“ არ ნიშნავს, არამედ ეს მისი მუსიკალური წარმოდგენების დაპაუზება იქნება მანამ, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს სისხლიან შეჭრას.

როგორც უკრაინის კულტურის მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი ნაბიჯი სწორია იმის გათვალისწინებით, რომ ომი „ცივილიზაციური ბრძოლაა კულტურასა და ისტორიაზე“, რა დროსაც რუსეთი აქტიურად ცდილობს გაანადგუროს უკრაინის კულტურა და მეხსიერება იმ განცხადებებით, რითაც ორი სახელმწიფო თითქოს ერთი ერია.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა