11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

საქართველოში ტყის არამერქნული პროდუქტებით მდგრადი სარგებლობის და ღირებულებათა ჯაჭვის საკითხებზე გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში (NFP), საქართველოში ტყის არამერქნული პროდუქტებით მდგრადი სარგებლობის და ღირებულებათა ჯაჭვის საკითხებზე გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე ესწრებოდა.

„ჩვენ მასშტაბური სატყეო რეფორმის პროცესში ვართ, რომელიც ტყეებისა და მათი რესურსების კომპლექსურ გამოყენებას გულისხმობს, მათ შორის, არამერქნული რესურსების მოპოვებისა და რეალიზაციის განვითარებას, რისთვისაც აუცილებელია წინასწარი შეფასებების გაკეთება და გარკვეული მიზნების დასახვა. სწორედ ამიტომ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სატყეო სააგენტოსა და დონორი ორგანიზაციებთან ერთად, არამერქნული რესურსების მოპოვებისა და რეალიზაციის საკითხებზე მუშაობს. ჩვენი სამინისტრო მზად არის, შესაძლებლობების ფარგლებში, მხარი დაუჭიროს ასოციაციებს, ბიზნესსექტორს და ყველას, ვინც არამერქნული რესურსების მდგრადი სარგებლობით დაინტერესებულია“, - განაცხადა კახა კაკაბაძემ.

შეხვედრაზე ტყის მართვაში ადგილობრივი თვითმმართველობის როლი და მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები პროექტის ECO.Georgia ფარგლებში ჩატარებულ კვლევებზე, რომლებიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) თანადაფინანსებით განხორციელდა; ასევე, საქართველოში ტყის არამერქნული პროდუქტების მოპოვებისა და რეალიზაციის შეფასების კვლევა, რომელიც ამავე პროექტის ფარგლებში, კლიმატის საერთაშორისო ინიციატივასთან (IKI) თანამშრომლობით და გერმანიის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციის, ბირთვული უსაფრთხოებისა და მომხმარებელთა დაცვის (BMUV) ფედერალური სამინისტროს დაფინანსებით ჩატარდა.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ პროექტის „მცენარეები განვითარების მხარდაჭერა“ განხორციელებულ აქტივობებზე და მიღებულ შედეგებზე პრეზენტაცია წარადგინა. შეხვედრის მონაწილეები გლობალური ინიციატივის „ბიოფინი“ ფარგლებში ჩატარებული ტყის ზოგიერთი არამერქნული რესურსის აღრიცხვა-შეფასების მეთოდოლოგიის და კვლევის შედეგებს გაეცნენ.

სამუშაო შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და კავკასიის არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN) მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო