დონეცკის ოკუპირებულ რეგიონში ავტოსაგზაო შემთხვევას 16 ადამიანი ემსხვერპლა, 7 დაშავდა

დონეცკის დროებით ოკუპირებულ რეგიონში ავტოსაგზაო შემთხვევას 16 ადამიანი ემსხვერპლა, 7 კი დაშავდა. სამი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.

ინფორმაციას პრო-რუსი ოფიციალური პირი და სახელმწიფო მედია ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ცნობით, შახტარსკი-ტორეზის მაგისტრალზე, სატვირთო მანქანა, რომელშიც სამხედროები იმყოფებოდნენ მიკროავტობუსს შეეჯახა.

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „ხელმძღვანელმა“ დენის პუშილინმა „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ ავარიის შედეგად გარდაცვლილებს შორის რამდენიმე მათი ჯარისკაციცაა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა