ლევან იოსელიანი - სამი პარტია, რომელიც სამუშაო ჯგუფებს პროტესტს უცხადებს და ვინც ამ ფორმატში ვმონაწილეობდით, შეურაცხყოფას გვაყენებს, აღმოჩნდა, რომ საარჩევნო საკითხებზე 2- ჯერ შეხვდა „ქართულ ოცნებას“

სამი პარტია, რომელიც სამუშაო ჯგუფებს პროტესტს უცხადებს და ვინც ამ ფორმატში ვმონაწილეობდით შეურაცხყოფას გვაყენებს, აღმოჩნდა, რომ საარჩევნო საკითხებზე 2- ჯერ შეხვდა "ქართულ ოცნებას", როგორც გივი მიქანაძემ გვითხრა, შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა და მათი მოსაზრებები გაითვალისწინეს, - ამის შესახებ "მოქალაქეების" დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, თუ ეს პარტიები "ქართულ ოცნებას" ხვდებიან და მასთან თანხმდებიან, გაუგებარია, რატომ არ დადიან სამუშაო ჯგუფებში და ვის უცხადებენ ბოიკოტს.

"საინტერესო ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ, რაც ჩემთვისაც სიურპრიზი გამოდგა, ამ შეხვედრაზე გივი მიქანაძისგან გავიგეთ, რომ სამი პარტია, რომელიც ამ სამუშაო ჯგუფებს პროტესტს უცხადებს და ჩვენ ვინც ამ ფორმატში ვმონაწილეობდით, ხან შეურაცხყოფას გვაყენებს და ხან "ქართულ ოცნებასთან" აფილირებულ პარტიას გვეძახის, აღმოჩნდა, რომ საარჩევნო საკითხებზე 2- ჯერ შეხვდნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს. როგორც ბატონმა გივიმ გვითხრა, შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა და მათი მოსაზრებები გათვალისწინებული იქნა. ჩვენ გაგვიჩნდა ლოგიკური კითხვა, ვის უცხადებენ მაშინ ეს პარტიები ბოიკოტს - ჩვენ, "გირჩს" და გახარიას პარტიას? თუ "ოცნებასთან" დადიან და ყველა საკუთხზე თანხმდებიან, ამ შეხვედრებზე რატომ არ მოდიან? კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ რასაც ჩვენს შესახებ საუბრობდნენ და ამ სამუშაო ჯგუფებზე, არაფერი სიმართლე არ იყო.

რაც შეეხება საქმეს, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია და ვთვლი, რომ ბევრი რამე გავაკეთე ამ პარლამენტში რაც შემოვედი, ვენეციის კომისია ცალსახად გვთხოვს, რომ მათი რეკომენდაციები სრულად იყოს შესრულებული და ერთ- ერთი მთავარი, არის ის, რომ ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი იყოს პარიტეტული, ჩვენი მოთხოვნა რაც იყო, რომ ოპოზიციის როლი ყოფილიყო გაზრდილი, ეს საკითხი მაშინ არ იქნა გაზიარებული, მაგრამ ვენეციის კომისიის დასკვნაში ამან ასახვა ჰპოვა, არის სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც, მათ შორის ტექნიკური საკითხები და იმედი მაქვს, ეს იქნება გაზიარებული "ქართული ოცნების" მიერ,"- განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისათვის, საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფი შეხვედრას მართავს, სადაც ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნის პროექტს განიხილავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა