ნინო წილოსანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში  NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობითა და NATO-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, ვიქტორ დოლიძის მხარდაჭერით, საქართველოს დელეგაცია NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ირენ ფელინს დღეს NATO-ს სათაო ოფისში შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნის პროგრესი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის შესრულების მიმართულებით და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე შეთანხმდნენ.

„შეხვედრაზე NATO-ს წარმომადგენლის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს პროგრესი და გაცხადებული პოლიტიკური ნება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრების მზადყოფნისათვის და ამ მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებული არაერთი აქტივობა, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთოხების სფეროში გენდერული მეინსტრიმინგის კუთხით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო