ირაკლი ღარიბაშვილი - რაღა მეშველება, ადამ კინზინგერი თუ მაკრიტიკებს

რაღა მეშველება, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის კითხვას ამერიკელი ყოფილი კონგრესმენის ადამ კინზინგერის განცხადებასთან დაკავშირებით.

„რაღა მეშველება... ადამ კინზინგერი თუ მაკრიტიკებს, გასაგებია“, - განუცხადა ღარიბაშვილმა მედიას.

ინფორმაციისთვის, ამერიკელი ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ქართველ მებრძოლებოს შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქართული ლეგიონის არცერთი მებრძოლი ან ქართველი მებრძოლი უკრაინაში არაა “მოტყუებული”.

„ისინი გმირები არიან. რამდენად მცირე პატივისცემა გააჩნია საქართველოს პრემიერ-მინისტრს საკუთარი ხალხისადმი, რომ ივარაუდოს თითქოს მათ სიმართლე არ იციან? ასევე, რას იტყვი რუსეთზე?”, - დაწერა კინზინგერმა “ტვიტერის” პირად გვერდზე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო