დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინულ დიპლომატიურ მისიებს 15 ქვეყანაში 31 „საეჭვო“ პაკეტი გაეგზავნა

დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინულ დიპლომატიურ მისიებს 15 ქვეყანაში 31 „საეჭვო“ პაკეტი გაეგზავნა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინულ დიპლომატიურ მისიებს 15 ქვეყანაში 31 საეჭვო პაკეტი გაეგზავნა.

ოფიციალური კიევი აღნიშნულს „ტერორისა და დაშინების კამპანიას“ უწოდებს.

კულებას განცხადებით, ბოლო ორ დღეში, საეჭვო პაკეტები მიიღეს იტალიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, დანიის საელჩოებში, ისევე როგორც გდანსკის საკონსულოში.

„საერთო ჯამში ჩვენ გვაქვს 31 შემთხვევა 15 ქვეყანაში: ავსტრია (1), ვატიკანი (1), დანია (1), ესპანეთი (5), იტალია (4), ყაზახეთი (1), ნიდერლანდები (1), პოლონეთი (6), პორტუგალია (2), რუმინეთი (2), ამერიკის შეერთებული შტატები (1), უნგრეთი (2), საფრანგეთი (1), ხორვატია (1), ჩეხეთის რესპუბლიკა (2)”, - დაწერა კულებამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

გასულ კვირას უკრაინის საელჩოებმა და საკონსულოებმა მთელი ევროპის მასშტაბით „სისხლიანი პაკეტები“ მიიღეს - ზოგიერთი მათგანში ცხოველების თვალები იყო მოთავსებული, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მდებარე უკრაინის საელჩოში კი კონვერტში მოთავსებული ბობმი მიიღეს.