ვლადიმერ პუტინი - “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” შედეგები გრძელვადიანი პროცესი შეიძლება იყოს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ომი უკრაინაში შეიძლება “გრძელვადიანი პროცესი” იყოს. ამის შესახებ მან ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„რაც შეეხება “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” შედეგებს, რა თქმა უნდა, ეს გრძელვადიანი პროცესი შეიძლება იყოს. მაგრამ, თქვენ შემდეგ ახსენეთ, რომ გაჩნდა ახალი ტერიტორიები. ეს ასეთი მნიშვნელოვანი შედეგია რუსეთისთვის, ეს სერიოზული საკითხია”, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, 300 000 მობილიზებულიდან 150 000 “სპეციალური სამხედრო ოპერაციის წარმოების” ზონაში იმყოფება, მათგან 77 000 - უშუალოდ საბრძოლო ქვედანაყოფებში, დანარჩენები კი ტერიტორიული თავდაცვის ფუნქციებს ასრულებენ.

“მობილიზებული მოქალაქეების ნახევარი საერთოდ არ არის [ფრონტის] დაჯგუფებაში, ისინი ჯერ კიდევ თავდაცვის სამინისტროს პოლიგონებსა და სასწავლო ცენტრებში იმყოფებიან, სადაც დამატებით წვრთნას გადიან… ეს ეგრეთ წოდებული საბრძოლო რეზერვია”, - დასძინა პუტინმა.

მისი თქმით, ამ მიზეზების გამო “საუბრები რაღაც დამატებით სამობილიზაციო ღონისძიებებზე შინაარსსაა მოკლებული”.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის